მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.

აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს შანხაის გამოფენაზე 2018 წლიდან მონაწილეობს და ამ შესაძლებლობით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა ექსპორტიორმა ისარგებლა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიმდინარე გამოფენაზე 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც შანხაის გამოფენა, ისე სხვა ორმხრივი ეკონომიკური აქტივობები ხელს შეუწყობს ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმმა და დამატებითი ფრენების დაწყებამ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას. ასევე ხაზი გაესვა ახალი მიმართულებების დანიშვნისა და სიხშირეების მატების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1760534302

საზოგადოება

82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია

82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...

უზენაეს სასამართლოში

1760533349

ახალი ამბები

სუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...

სუსისუსი

1760531978

ახალი ამბები

პრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით

ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალ...

პრემიერი, კობახიძე

1760530823

ახალი ამბები

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მე...

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

1760530009

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე