მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“.
„ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ვაპირებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, შესაძლებელია 2028 წლის ბოლოსაც კი ჩავუშვათ და ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს უფრო მეტი საქონლის ტრანზიტი და გადაზიდვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რადგან ხდება ზღვის ფსკერის დაღრმავება. მინისტრის ინფორმაციით, პროექტში ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა სხვა მსხვილი პროექტების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. მინისტრმა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტზე გააკეთა აქცენტი.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა თბილისის ახალი აეროპორტის გახსნა, ვინაიდან იხსნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს, მზარდ სექტორებს. ვითარდება სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორები - ეს დარგები ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა, დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში და აჩვენებენ დიდ ზრდას როგორც ყოველწლიურად, ასევე კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ იზრდება მგზავრთა ნაკადი, ქვეყანაში გვაქვს სამი საერთაშორისო აეროპორტი, გავაკეთეთ შეფასება, ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და საუბარია დედაქალაქში, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომლის გამტარუნარიანობა 20 მილიონი იქნება. ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება 2032 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა მომხსენებლები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1761143700
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს
„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს“...
1761140498
ახალი ამბებიბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ...
1761140432
ახალი ამბებიპროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. „რო...
1761139477
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშ...
1761138567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...