მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის კონტექსტში, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნების მიერ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების, შიდა ინდუსტრიებისა და შრომის ბაზრის დაცვა, თუმცა ამავდროულად საჭიროა გახსნილობა და თანამშრომლობა, რადგან თანამედროვე მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულებით არის დაკავშირებული.

„დიპლომატიის გარეშე ვერ ვიპოვით მდგრადობას და ვერც მომავალს, ამიტომ დიპლომატია ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე.

„რუკას თუ დავხედავთ, ცხადი ხდება, რომ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმაოდ მგრძნობიარე რეგიონია, რაც მოითხოვს ფაქიზ და მაღალ დონეზე გათვლილ დიპლომატიას, რათა პარტნიორობამ ამ რეგიონში იმუშაოს“, - განმარტა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებიც.

„საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. ერთი მხრივ, გვიწევს უსაფრთხოების იმ საკითხების ახსნა, რომელიც დგას სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ზოგადად ვსაუბრობთ ქვეყნის მიმზიდველობაზე. მიმზიდველობა, რომელსაც თან ახლავს ის მყარი რეფორმები, თანამშრომლობა თუ პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც შევქმენით. მეორე მხრივ კი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამ კომპონენტების უსაფრთხოების, მიმზიდველობის და ეკონომიკური სტაბილურობის სწორ კომბინაციას ქმნის დიპლომატია, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება საერთაშორისო ასპარეზზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761138467

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

1761137354

საზოგადოება

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული

აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...

რაშად ნაბიევი

1761136472

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დ...

მარიამ ქვრივიშვილ

1761135344

საზოგადოება

გიორგი ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბა...

გოგა ხაინდრავა

1761134348

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...

მარიამ ქვრივიშვილი