აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული

აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული. სამხრეთის მარშრუტი ვერასდროს იქნება კონკურენციაში ჩრდილოეთის მარშრუტთან. ზანგეზურის დერეფანი არ იქნება ალტერნატივა ფოთი-ბათუმისთვის ან ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზისთვის, ეს კი უფრო მეტ ნდობას შემატებს შუა დერეფანს, რადგან თუ კლიენტს ჩინეთიდან სურს ტვირთის გადაზიდვა ევროპის მიმართულებით, ის განიხილავს სხვადასხვა ალტერნატივას -საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებას“, - განაცხადა ნაბიევმა.
მისი თქმით, აბრეშუმის გზა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი არ არის, ის ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნებს, ხალხებსა და კულტურებს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
„საქართველოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები -დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში. ჩვენ ვცდილობთ ყველა პარტნიორთან - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან თანხვედრაში ვიყოთ. აქტიურად ვმუშაობთ ყაზახეთთან და საქართველოსთან, რათა არსებული ინფრასტრუქტურა სრული მასშტაბით იქნას გამოყენებული და საბაჟო პროცედურები კიდევ უფრო დაიხვეწოს“, - აღნიშნა ნაბიევმა.
აზერბაიჯანის აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ტვირთბრუნვა შუა დერეფნის მარშრუტზე სწრაფად იზრდება.
„2022 წელს მხოლოდ ერთი-ორი ბლოკ-მატარებელი მოდიოდა ჩინეთიდან, ხოლო გასულ წელს ეს რიცხვი 18-მდე გაიზარდა. წელს, მხოლოდ 9 თვეში, უკვე 290-მდე მატარებელი მივიღეთ. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 400 საკონტეინერო მატარებელი გაივლის. ადრე ყაზახეთ-ჩინეთის საზღვრიდან ბათუმამდე ტვირთის გადასაზიდად 53 დღე იყო საჭირო, ახლა კი მხოლოდ 18 დღეა საკმარისი. ჩვენი მიზანია, ტვირთების მოცულობა გასამმაგდეს“, - განაცხადა რაშად ნაბიევმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1761143700
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს
„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს“...
1761140498
ახალი ამბებიბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ...
1761140432
ახალი ამბებიპროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. „რო...
1761139477
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშ...
1761138567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...