პრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა მომავალზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკისა და მდგრადი ზრდის განსახილველად, ცვალებად გლობალურ ლანდშაფტებზე რეაგირებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერების მიზნით.
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას. მრავალფუნქციურ და მრავალმხრივ ცენტრად ჩამოყალიბების ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, აქტიურად ვაღრმავებთ რეგიონულ და გლობალურ ინტეგრაციას ვაჭრობის მასშტაბების გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ნაკადების შემოდინების გაძლიერების მიზნით.
ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები ამ ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მსხვილი პროექტები - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის საიმედო ცენტრის შესაძლებლობებს. ეს ინიციატივები საშუალებას აძლევს ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი აბრეშუმის გზის - შუა დერეფნის - განვითარებას, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სატრანსპორტო მარშრუტად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1761143700
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვერანაირი თანამდებობა, ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს
„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს“...
1761140498
ახალი ამბებიბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ...
1761140432
ახალი ამბებიპროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. „რო...
1761138567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761138467
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...