საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო კავშირების შემდგომ განვითარებას შეეხო.
„განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული პროექტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საიმედო სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1761138467
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...
1761137354
საზოგადოებააზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული
აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...
1761136472
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დ...
1761135344
საზოგადოებაგიორგი ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?
კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბა...
1761134348
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...