მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა დერეფნის მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით.
„ფორუმზე 70-მდე ქვეყნიდან გვყავს მონაწილეები, ვსაუბრობთ შუა დერეფანზე ე და სწორედ პარტნიორი ქვეყნებია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევაა, რომ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გავხდეთ და უფრო მეტი ღირებულება შევძინოთ ჩვენ ქვეყნებს, რასაკვირველია, ეს ყველაფერი გვაერთიანებს. საქართველოს მთავრობას მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტების და შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე, რა თქმა უნდა, მთავრობა უზრუნველყოფს და ხაზს უსვამს საქართველოს როლს შუა დერეფნის პროექტში და პირველი, რასაც ვაკეთებთ, ის არის, რომ თანხვედრაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი ამ თემაზე და ვაერთიანებთ ძალისხმევას, რომ გამოვავლინოთ არსებული დაბრკოლებები, გვაინტერესებს, რა არის ის სფერო, სადაც თითოეულმა ქვეყანამ თავისი საშინაო დავალება უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ შუა დერეფანში. მარიამ ქვრივიშვილმა ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე გააკეთა აქცენტი.
„პირველი ჩვენი რკინიგზის მოდერნიზების პროექტია. უკვე დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამაში და ვაორმაგებთ გამტარუნარიანობას, ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე. მომავალი წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განაგრძნობს ინვესტიციების განხორციელებას და უზრუნველყოფს, რკინიგზას ჰქონდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი წვდომა ფინანსებზე, რომ უფრო მეტი საქონელი და ტვირთი გაატაროს, იყოს კარგი პარტნიორი აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის. ამასთან, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უწყვეტად გავაგრძელოთ ჩვენი, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიცია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა, მომხსენებლები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.
1761138467
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...
1761137354
საზოგადოებააზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული
აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...
1761136472
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დ...
1761135344
საზოგადოებაგიორგი ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?
კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბა...
1761133259
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, - ინფორმაციას საქართვ...