ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით

„26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წელს 26 მაისის დღესასწაული კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს, რადგან ქვეყანა ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს ზეიმობს.

„ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის სწორედ ის საფუძველი, რასაც დაეფუძნა და რითაც ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში. შესაბამისად, ეს არის საამაყო თარიღი თითოეული ქართველისთვის, ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ოჯახთან ერთად გამოდიან და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ღონისძიებების კიდევ უფრო მრავალფეროვნად წარსადგენად“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო წელს წარმოდგენილი იქნება ქუთაისში, ფოთში, თელავსა და ამბროულაურში. კერძოდ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თემატური პავილიონებით დახვდებიან ვიზიტორებს ქალაქ ქუთაისში, იქ ასევე გაიმართება გასტრონომიული აქტივობები და კოსტიუმირებული მუსიკალური წარმოდგენები. თელავში ენერგეტიკული კომპანიები სტენდებს განათავსებენ, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნება, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. თელავში, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ შორის ქვეყნის ისტორიულ, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის მარკებით.

ამბროლაურში აეროპორტების გაერთიანება უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს ავიაციასთან დაკავშირებული თემატური სივრცით, ასევე იქნება წარმოდგენილი ფრენის სიმულატორი და სხვა გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია ქალაქ ფოთში მიიღებენ ღონისძიებებში მონაწილეობას - საზღვაო თემატიკით, მათ შორის სიმულატორებით.

ვახტანგ ცინცაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ საზეიმო ღონისძიებებში, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება საქართველოს რკინიგზაც, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს, 17 საათსა და 10 წუთზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერის დროს კი საქართველოს მასშტაბით რკინიგზის ყველა სადგურზე და ყველა სამგზავრო ვაგონში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779458499

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს...

ნათია თურნავა

1779458158

ახალი ამბები

მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის - შსს

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სახელით მოქალაქეების ნაწილს შეტყობინებები ეგზავნება, რომ თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დ...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1779455744

ახალი ამბები

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფ...

მასწავლებლის გამოცდები

1779455494

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ფული ლარი

1779454571

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში

„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩა...

ირაკლი ქადაგიშვილი