შალვა პაპუაშვილი - სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო, დღევანდელი დაჯილდოება მადლიერებაა იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ასრულებენ.

„სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის – ეს არის ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ეს არის მზადყოფნის გამოხატულება, რომ ნებისმიერ დროს დაიცვა სამშობლო, მისი თავისუფლება და ღირსება. საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში. დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს სახელმწიფოს. მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი ღირსებისა და თქვენი თავდადებისთვის. გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს, გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და გამძლეობას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779458499

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს...

ნათია თურნავა

1779458158

ახალი ამბები

მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის - შსს

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სახელით მოქალაქეების ნაწილს შეტყობინებები ეგზავნება, რომ თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის დ...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1779455744

ახალი ამბები

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფ...

მასწავლებლის გამოცდები

1779455494

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ფული ლარი

1779454571

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში

„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩა...

ირაკლი ქადაგიშვილი