დავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე, ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მისი შეფასებით, მოქმედმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დაასრულა.

„ბატონ ფიშერს ვუსურვებ კარგ პენსიას და დაუმსახურებელ დასვენებას“,- აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ საქართველო ახალი ეტაპის მოლოდინშია როგორც გერმანიასთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში.

„გერმანიასთან ყოველთვის თბილი და ფაქიზი ურთიერთობა გვქონდა. გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. გერმანიას ჰყავდა არაერთი არაჩვეულებრივი ელჩი - პრაგმატიკოსი ევროპელები, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომელ ქვეყანაში ასრულებდნენ დიპლომატიურ მისიას, ბატონი ფიშერისგან განსხვავებით, რომელიც პირველი არაა, ვისაც საქართველოს ხელისუფლება „პენსიაზე უშვებს“ ქალბატონი დეგნანისა და დანიგანის შემდეგ.

ბატონი ფიშერიც მიდის პენსიაზე ისე, რომ ფინალურ აკორდად ვერ ამშვენებს რაიმე დიპლომატიურ მიღწევას ჩვენს ქვეყანასთან. არადა, ჩვენთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. მინდა, მას ვუსურვო კარგი პენსია და დაუმსახურებელი დასვენება. და ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779462510

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის, ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო, დღევანდელი დაჯილდოება მადლიერებაა იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...

შალვა პაპუაშვილ

1779462197

ახალი ამბები

ციფრული მმართველობის სააგენტო: დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება

ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებისთვის თაღლითური შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულ...

ციფრული მმართველობის სააგენტო:

1779460811

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახ...

მიხეილ ყაველაშვილი

1779460748

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებ...

ირაკლი კობახიძე

1779459268

ახალი ამბები

ღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

„ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მ...

ალუდა ღუდუშაური