მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვი.
მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, დივერსიფიკაცია და მდგრადი განვითარება მხოლოდ მჭიდრო კოორდინაციითა და პრაქტიკული ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამ კონტექსტში, მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის ინიციატივას აქვს დიდი პოტენციალი, იქცეს უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, რომელიც რეგიონის ენერგეტიკულ რესურსებსა და განახლებადი ენერგიის პოტენციალს ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.
შეხვედრაზე „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის“ პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც დააფინანსებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და შემდგომში უშუალოდ განახორციელებს პროექტის მართვას.
ამჟამად მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ტექნიკური დავალების პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგიის გადაცემას თურქეთის ელექტროქსელის გავლით თურქეთსა და ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო შემდგომ ევროპის სხვა ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივას საფუძველი 2024 წლის 22 ნოემბერს სტამბოლის ენერგეტიკულ ფორუმზე ჩაეყარა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა მე-11 შეხვედრაზე, ოთხი ქვეყნის სამინისტროებს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
1779462197
ახალი ამბებიციფრული მმართველობის სააგენტო: დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება
ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებისთვის თაღლითური შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულ...
1779460811
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახ...
1779460748
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებ...
1779459268
ახალი ამბებიღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ
„ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მ...
1779458499
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს...































