მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითად თემას საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის გამოცდები წარმოადგენდა.
მონაწილეებმა ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.
საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ხათუნა მხეიძე უძღვებოდნენ. ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის შესახებ მონაწილეებს ესაუბრა ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.
შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება და სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა. მომდევნო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.
1779450550
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ. „ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ე...
1779449323
ახალი ამბებიკახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა, რომელიც მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით სარგებლობს. დედაქალაქის მერმა მისი საჭიროებები მოისმინა, ჯანმ...
1779447119
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: თურ...
1779444849
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დ...
1779442244
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა...































