გივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. გივი მიქანაძის თქმით, ორი ქვეყნის ძალისხმევით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება.
გივი მიქანაძემ მუსტაფა თურქერ არისს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს. აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს შორის კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს მასპინძლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.
1779434926
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს
„რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა...
1779434596
ახალი ამბებიადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის...
1779433574
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების - ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძ...
1779431786
ახალი ამბებილანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილი...
1779430328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს
„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...































