მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე - „ენერგეტიკული უსაფრთხოება ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში: დაკავშირებადობა და თანამშრომლობა“.
ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტართან. გარდა ამისა, გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თურქეთში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იმყოფება.
1779440446
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინც დამხობა დააპირა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება, მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვი...
1779438736
ახალი ამბებიგიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ტვ პირველის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადე...
1779437600
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და ის როგორმე თავად ისაუბრებს
ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს,...
1779436869
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს
სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა მა...
1779436000
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს
„სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებ...































