ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს.

„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს საკუთარი დეპოზიტი დაეკარგოს. იმდენად სანდოა ჩვენი საბანკო სისტემა, რომ დანაზოგები და დეპოზიტები მუდმივად მაღალი ტემპით იზრდება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დეპოზიტების მოცულობამ უკვე 70 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც დაახლოებით 30% არარეზიდენტების დანაზოგებია, რაც საერთაშორისო დონეზეც საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ მაღალი ნდობის მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული საბანკო სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს წამყვანი ბანკების მობილბანკინგის სერვისები მომხმარებელზე მორგებულობითა და კომფორტით საერთაშორისო პრაქტიკაშიც დადებით შეფასებებს იმსახურებს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს, რადგან უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ როლს ასრულებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779454571

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში

„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1779452815

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან

„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან,...

 ცოტნე ივანიშვილი

1779451144

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES). მარიამ ქვრივიშვილი ს...

მარიამ ქვრივიშვილი

1779450550

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ. „ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ე...

ნინო წილოსანი

1779449323

ახალი ამბები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა, რომელიც მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით სარგებლობს. დედაქალაქის მერმა მისი საჭიროებები მოისმინა, ჯანმ...

კახა კალაძე