კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა, რომელიც მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით სარგებლობს.

დედაქალაქის მერმა მისი საჭიროებები მოისმინა, ჯანმრთელობასთან ერთად მხნეობა უსურვა და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა.

„მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის ფიზიკური ვაუჩერის ქონა არაა აუცილებელი. ელექტრონულად არის შესაძლებელი, აღნიშნული დახმარებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ
ელექტრონულად გამოწერილი დანიშნულება, რომლის საფუძველზეც, ბენეფიციარს შეუძლია, ნებისმიერ აფთიაქში, წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მიიღოს ის წამლები, რაც მისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა. ბევრს უჭირს, არ არის მარტივი სიტუაცია და ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, გვერდით დავუდგებით მათ და დავეხმარებით ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ცისანა ბოლქვაძემ მადლიერება გამოხატა მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის არსებობისთვის. როგორც მან აღნიშნა, არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც ბევრი მედიკამენტი სჭირდება, რომელთა შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა.

„ძალიან დიდი შეღავათია ჩემნაირი მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომიწია მკურნალობა და რომ არა ეს დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა მედიკამენტების შეძენა. მადლობა თბილისის მერიას და პირადად თქვენ, ბატონო კახა ასეთი საჭირო პროგრამის ამოქმედებისთვის“, - განაცხადა ცისანა ბოლქვაძემ.

თბილისის მერიამ, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 226 ათასამდე მოთხოვნა დააფინანსა. „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა მერიამ კახა კალაძის საარჩევნო დაპირებისამებრ 2022 წელს დაიწყო.

პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.

სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100-ით მისთვის ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. პენსიონერს პროგრამით განსაზღვრული თანხის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის (500 ლარი) ამოწურვამდე, მრავალჯერადად შეუძლია.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად 28 000-ზე მოქალაქე სარგებლობს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779438736

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ტვ პირველის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადე...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე

1779437600

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და ის როგორმე თავად ისაუბრებს

ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს,...

შალვა პაპუაშვილი

1779436869

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს

სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა მა...

შალვა პაპუაშვილი

1779436000

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს

„სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებ...

შალვა პაპუაშვილი

1779434926

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს

„რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა...

ანალიტიკოსი