ირაკლი ქადაგიშვილი: პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში

„პეტერ ფიშერი „დიფ სთეითს“ სააბაზანოში ან საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მარტო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, ათეული წლების განმავლობაში და უფრო მეტი, ტერმინი „დიფ სთეითი“ არის ცნობილი პოლიტიკურ და, საერთოდ, პოლიტიკურ საკითხთა მკვლევართა შორის და ნიშნავს სიღრმისეულ სახელმწიფოს. ის ინსტიტუტები, გავლენის ცენტრები და ძალები, როლებიც მუდმივად ატარებენ მათ მიერ დასახულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლებიან ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში სახელმწიფოს ლიდერები და როგორ აქცევენ ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების გავლენის ქვეშ – ეს არის „დიფ სთეითის“ კლასიკური სახე.

ეს არ არის ბოლო წლების ნარატივი, უკვე ათეული წლებია, რაც მსოფლიო პოლიტიკაში და, მათ შორის, პოლიტიკის მკვლევრებში ძალიან კარგად არის ცნობილი. ამიტომ ბატონი პეტერ ფიშერი ამას სააბაზანოში თუ საძინებელ ოთახში თუ ვერ დაინახავს, არ ნიშნავს, რომ ეს ძალა მსოფლიოში არ არსებობს და პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში დომინანტი ძალა არ არის“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი თავის დიპლომატიურ მისიას და დიპლომატიურ კარიერას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში და გერმანულ-ქართული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„გერმანიის ელჩი საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ასევე, ასრულებს დიპლომატიურ კარიერას, რამდენადაც ეს გაჟღერებული იყო. ასრულებს ასეთი ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში და გერმანულ-ქართული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ახლა ელჩი ცდილობს, რაღაცნაირად თავი იმართლოს, მაგრამ ფაქტი ყველასთვის ნათელია და სახეზეა, რომ, სამწუხაროდ, ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ოღონდ ეს პოლიტიკური საქმიანობა დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული არ იყო, არ იყო საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისკენ მოწოდებული, არამედ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებით, რაც უნდა გამოხატულიყო იმაში, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა და იდეოლოგია გამეფებულიყო.

შეგვიძლია, გამონათქვამები და ბანერებიც გავიხსენოთ, გერმანიიდან ჩამოსული პოლიტიკოსების განცხადებებიც და მისი დამოკიდებულება მათ ამ განცხადებებთან დაკავშირებით. თუნდაც საკმარისია მარტო როთის გახსენება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში რომელიმე ქვეყნისთვის რომელიღაც კანონი კარგი და რელევანტური თუ არის, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის უაპელაციოდ უნდა იყოს მიღებული საქართველოში.

„პირდაპირ გეუბნებიან: რასაც ჩვენ გეტყვით, ის კანონმდებლობა უნდა მიიღოთო; რაიმე მოსაზრება საკუთარი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შენი ქვეყნის ეროვნული სპეციფიკიდან გამომდინარე არ უნდა არსებობდეს. საბჭოთა კავშირში ვიყავით, სადაც საბჭოთა კავშირი და ცენტრალური კომიტეტი რასაც გადაწყვეტდა, ყველას ის უნდა მიეღო, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე.

საბჭოთა კავშირში გვითხრეს, რომ საქართველოში ქართული ენა აღარ იქნება სახელმწიფო ენა, უნდა მიგვეღო? – არ უნდა მიგვეღო. ასეა აქაც. არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირში რომელიმე ქვეყნისთვის რომელიღაც კანონი კარგი და რელევანტური თუ არის, ის უაპელაციოდ უნდა იყოს საქართველოში მიღებული“, - დასძინა ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779447119

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: თურ...

საქართველოს პრეზიდენტი

1779444849

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დ...

ემზარ გაგნიძე

1779442244

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა...

გივი მიქანაძე

1779440446

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც დამხობა დააპირა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება, მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვი...

შალვა პაპუაშვილი

1779438736

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ტვ პირველის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადე...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე