მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს, ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში - 312, მარტში - 360, აპრილში - 401, მაისში - 340 და ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1783402692
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კ...
1783400684
ახალი ამბებიგია ვოლსკი: სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანსი არ აქვს. „ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა,...
1783400050
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნე...
1783370161
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ამ ვიზიტის შე...
1783367863
საზოგადოებაPOLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება
POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება. ეს მონაცემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის პრე...






























