გივი მიქანაძე: მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეძლონ, მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.

7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები ფიზიკაში აბარებენ.

ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გამოცდებს აბარებს 1000-მდე აბიტურიენტი, 550-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი.

2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783405380

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი...

ააა

1783403630

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმ...

პოლიტიკოსი

1783402692

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კ...

შალვა პაპუაშვილი

1783400684

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანსი არ აქვს. „ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა,...

გია ვოლსკი

1783400050

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნე...

„ძლიერი წვიმა