თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა პოდკასტში „მძიმე წერტილი“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ჩარკვიანის განცხადებით უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა იყო ყველა ჩაკეტილი სივრცეებიდან, მათ შორის ციხეებიდან, ინფორმაცია მიეტანა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რასაც ის არ აკეთებდა.

„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი, ნახეთ თქვენ იმიტომ ამბობთ, რომ სააკაშვილს ამართლებთ, არა, არავითარ შემთხვევაში, მე ობიექტურ , რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაცა მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე გულისხმობდა თუ არა ჩარკვიანი ციხის კადრებს, მან დაუდასტურა, რომ გავრცელებულ ციხის კადრებზე საუბრობდა, რომელზეც ფიქრობს, რომ დადგმულია.

„რა თქმა უნდა, უშიშროების მდივანი ჰყავდა ბოკერია, კითხვას ვსვამ, რომ ასეთი უბედურებები, იცით მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დადგმული იყო, რა თქმა უნდა, იყო დადგმული, [ციხის კადრები, ცოცხების]“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ბოკერიამ გამოიტანა თუ არა ციხის კადრები, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის მას ვერ დააბრალებს კადრების გამოტანას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ბოკერია იყო ის პირი, რომელსაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე.

„არა მე ამის თქმა არ მინდა, როდესაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ, მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება პროკურატურის 60 000 ქეისი იცოდეს ერთმა პრეზიდენტმა?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783402692

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კ...

შალვა პაპუაშვილი

1783400684

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანსი არ აქვს. „ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა,...

გია ვოლსკი

1783400050

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნე...

„ძლიერი წვიმა

1783370161

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ამ ვიზიტის შე...

სი ძინპინი

1783367863

საზოგადოება

POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება

POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება. ეს მონაცემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აშშ-ის პრე...

ნატო და ტრამპი