პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 274,276598 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“,- 7,91767 გრ. „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ და დიდი ოდენობით - 0,384 გრ. „ალფა-პვპ“-ს. ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებები 71 ცალად დააფასოვეს, საიდანაც ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783405380

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი...

ააა

1783403630

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმ...

პოლიტიკოსი

1783402692

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კ...

შალვა პაპუაშვილი

1783400684

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანსი არ აქვს. „ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა,...

გია ვოლსკი

1783400050

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნე...

„ძლიერი წვიმა