ისრაელის მედიის ცნობით, კატარი ტრამპის თხოვნით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს შეასრულებს
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კატარი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ცენტრალურ მოთამაშედ იქცა“, - აცხადებს Channel 12-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით.
ჟურნალისტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა კატარის ემირზე შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიზე, რათა თეირანთან მოლაპარაკებებში დახმარებოდა.
დოჰა ერიდებოდა ჩარევას, მაგრამ კვირების განმავლობაში ზეწოლის შემდეგ საბოლოოდ დათანხმდა, დასძინა რავიდმა.
მისივე თქმით, პაკისტანი მოლაპარაკებებში კვლავ მთავარი შუამავალია და რომ კატარი ისლამაბადის „ზურგს უკან არ მოქმედებს“, არამედ უერთდება რეგიონულ ძალისხმევას აშშ-სა და ირანს შორის გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად.
8 მაისს კატარის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს შეხვდა, რათა აშშ-ირანის მოლაპარაკებები განეხილათ.
კატარი, რომლის ხელმძღვანელობაც ტრამპთან დაახლოებულად მიიჩნევა, ცენტრალური შუამავალი იყო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში.
1778341578
ახალი ამბები31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ - „იძალადეს და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს“
31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს: „🔵 საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ...
1778339976
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ, დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავ...
1778339933
ახალი ამბებიმაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა, კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...
1778339890
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1778337206
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ, არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევროკავშირის დროშებ...































