მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება, თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს

„ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მოქალაქის კეთილდღეობა. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტის ინტერესზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.

„მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ მონაცემებს, სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი. იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მოეთხოვება, იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით არ დაუშვას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოგების მიღება კომერციული სტრუქტურებისთვის ბუნებრივი პროცესია, თუმცა ეს ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტი ვერ იქნება.

„არამც და არამც სწორი არ არის ახლა ჩემთვის იმის დაბრალება, რომ თითქოს მოგებას ვეწინააღმდეგები. პირიქით, აბსოლუტურად ჯანსაღია, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა ზრუნავდეს იმაზე, რომ მას ჰქონდეს მოგება. ეს ერთმნიშვნელოვნად სწორია, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება
იყოს მთავარი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ თეორიული პრინციპი არ არის და ყოველდღიურ პრაქტიკაში კონკრეტულ გამოწვევებს უკავშირდება.

„მაგალითად, პაციენტის შეფასება იმის მიხედვით - ეს რთული შემთხვევაა თუ არა და ამის მიხედვით, კლინიკას კომერციულად აწყობს თუ არ აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწევა - როდესაც ასეთი დილემა ჩნდება კლინიკის შემთხვევაში, ეს, რასაკვირველია, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ჰქვია ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობაზე. იმიტომ, რომ ჯანმრთელობაზე უფლებას ძალიან მნიშვნელოვან უფლებად მივიჩნევ, მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემაში ნომერ პირველი ამოცანა და მთავარი ღირებულება, რა თქმა უნდა, მისი აღმატებულება - პაციენტი უნდა იყოს, სხვაგვარად ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778341578

ახალი ამბები

31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ - „იძალადეს და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს“

31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს:  „🔵 საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ...

პროკურატურა

1778339976

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ, დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავ...

ლევან მაჭავარიანი

1778339933

ახალი ამბები

მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა, კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს

როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი

1778339890

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

ლევან მაჭავარიანი

1778337206

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ, არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევროკავშირის დროშებ...

ააა