მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ
„ჯანდაცვის სექტორში დაშვებულ შეცდომებს შორის ერთ-ერთი პრივატიზაციის გაუაზრებელი ტემპია, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, დღეს სახელმწიფო და ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდი წილით არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ პროცესებმა კომერციული ინტერესი დომინანტად აქცია პაციენტისა და ჯანდაცვის სფეროს საჯარო ინტერესებთან შედარებით.
„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ გააჩინოს.
თუ ფასი არადამაკმაყოფილებელი გახდა, კლინიკა თავს უფლებას აძლევს - პაციენტს მომსახურებაზე უარი უთხრას. ე.ი. პაციენტი უფრო მნიშვნელოვანია, თუ მოგება? მოგება აუცილებელი არის, მაგრამ - არამთავარი“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაციის მიმართულებით დასავლეთის გამოცდილებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპაში სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში, როგორც წესი, 50%-ზე ნაკლები არ არის.
„უბრალოდ, ვერსად შეხვდებით ასეთ ფაქტს მაშინ, როდესაც წლების წინ დაწყებული პრივატიზაციის პროცესი წინა ხელისუფლების დროს გაგრძელდა და სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დაიყვანეს 14-15%-ზე.
დღეს ჩვენ ორიენტირებული ვართ - მაქსიმალურად ევროპული სტანდარტების ქვეყნად ჩამოყალიბდეს საქართველო. ამაზეა ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებაც. ევროპა ლოზუნგი კი არა, რეალურად ნაკეთები საქმეებია. იმიტომ კი არ არის იქ სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში 50%, რომ მას დომინანტობა და აქედან შემოსავლის მიღება სურს, უბრალოდ, ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა, სავსე მორალური, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც შეიძლება თავსებადი იყოს კომერციულ ინტერესებთან. ამიტომ, როცა ბრუტალურად, ბლანკეტურად ყველაფერი პირდაპირ
გადაეცათ კერძო კლინიკებს, რომ, მათ შორის, ეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სულაც არ იყო კომერციულად საინტერესო, შეიქმნა უზარმაზარი პრობლემები ჯანდაცვის სტრუქტურების გასამართად. შვედეთში, შესაძლოა, საერთოდ, 80%-ს სცდებოდეს სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. რატომ?! - რიტორიკული კითხვაა და
პასუხი ყველასთვის ნათელია.
არ შეიძლება კერძო სექტორისთვის იყოს ყველაფერი, არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ - სრულიად საპირისპირო უნდა იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, დავიცვათ პაციენტის ინტერესი და, სხვათა შორის, ეს კონსტიტუციაშიც ასეა ჩაწერილი. ამისთვის რაღაც მომენტში სიმკაცრეც იქნება აუცილებელი და თუკი მკაცრად ვაკონტროლებ პროცესს - დაცულია, თუ არა პაციენტის უფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება ეს ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან ანტიევროპულ გადაწყვეტილებად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1778347391
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს
დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე...
1778345857
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ ფიცოს პუტინისთვის ზელენსკის არანაირი გზავნილი არ გადაუცია
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კრემლის ლიდერთან საუბრის დროს პუტინისთვის უკრაინის პრეზიდენტის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია, თუმცა საუბრ...
1778343930
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე
ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კე...
1778343102
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე
მედიკამენტების გარკვეული კატეგორიის გაიაფებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა...
1778341578
ახალი ამბები31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ - „იძალადეს და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს“
31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს: „🔵 საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ...































