მიხეილ ყაველაშვილი: არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა - ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს კი არეულობა და პოლარიზაცია - დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს კი არეულობა, დაპირისპირება და პოლარიზაცია.
„პირველ რიგში, გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი, სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს შეგნება გააჩნიათ, სახელმწიფოებრივი, მინდა ყველას განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები, სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1759566502
ახალი ამბებისაერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს
„რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა. მისი თქმით, ეს ქვეყანაში დ...
1759564486
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, განვითარების გაგრძელებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ხმა მისც...
1759563783
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა პა...
1759562592
ახალი ამბებიშსს 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამი...
1759561867
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პაატა სალია ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე...