ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე, რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით - ცესკო

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა.
„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის - ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკოს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.
ახლა კი, გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.
ასევე, გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
1759566502
ახალი ამბებისაერთაშორისო დამკვირვებელი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს
„რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა. მისი თქმით, ეს ქვეყანაში დ...
1759564486
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, განვითარების გაგრძელებას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ხმა მისც...
1759563783
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა პა...
1759562592
ახალი ამბებიშსს 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამი...
1759561867
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პაატა სალია ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე...