შალვა პაპუაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი

 „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ხმას ვაძლევთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე მეტად, ყველაზე უშუალოდ და ყველაზე ცხადად ექვემდებარებიან თქვენს ნებას, პასუხობენ თითოეული თქვენგანის საჭიროებებს და ასახავენ თქვენს პოლიტიკურ ღირებულებებს.

არჩევნები ყველგან მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდება 56 საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 8000 დამკვირვებელი, 73 მედიასაშუალების 1000-მდე ჟურნალისტი აკრედიტებულია არჩევნების გასაშუქებლად.

10:00 საათის მდგომარეობით, ხმა უკვე მისცა 275 948 ამომრჩეველმა, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 7,85 %, რაც, როგორც წინა სამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე იმაზე მაღალი აქტივობაა, ვიდრე 2021 წლის რეფერენდუმად გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ფეიკმედია“ ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით, ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა. ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია, გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა. ასე რომ, მივმართავ „ფეიკმედიას“, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა:
• გურიაში ოზურგეთი 20 უბანზე ამ საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიჰყვებიან „ლელოს“ მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
• ბათუმის N5 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არ ტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა და მისი გაძევება უბნიდან.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობაც - მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას და ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია ან უზნეობაა.

ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკნელ ხავსს ეჭიდება.

თუმცა დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ.

დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ვჭირდებით!“,  - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759564486

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, განვითარების გაგრძელებას

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ხმა მისც...

ლევან მაჭავარიანი

1759562592

ახალი ამბები

შსს 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამი...

შსს

1759561867

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

 იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პაატა სალია ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე...

სალია პაატა

1759561466

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრის შავისგან გარჩევას, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო...

ბიძინა ივანიშვილი

1759561365

ახალი ამბები

ცესკო: 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია

 საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ...

ცესკო