სერგო მეთოფიშვილი ბესარიონ ალავიძეზე: მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის შედეგად უარი უთხრა უვადო მოსამართლედ დასანიშნად წარდგენაზე, განაწყენებულმა დაიწყო ტალახის სროლა სასამართლო სისტემის მიმართ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ ცილისწამებაზე წერს და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წერილს აზიარებს, რომლის მიხედვითაც სასამართლოსთვის „ტალახი უნდა ესროლათ“.
„რაც ქვემოთ მითითებულ ნაც. მოძრაობის სახელით გაგზავნილ წერილში წერია (რომელზედაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი) რომ არარსებული უნდა დაებრალებინათ და გაესკანდალებინათ ყველანაირი ტალახი ესროლა სასამართლოსთვის, ხოლო დანარჩენ შავ პიარს ოპოზიციური ტელევიზიები მიხედავდნენ, რათა საბოლოოდ სასამართლო სისტემა ჩამოშლილიყო და უცხოელებსაც ენახათ.
ზუსტად ამას აკეთებს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე. ერთი ერთში. იმჟამად იგი მოქმედი ვადიანი მოსამართლე.იყო და მომავალში ვადა ეწურებოდა და ხელახლა უნდოდა დანიშვნა და შესაბამისად გამორჩენას ელოდებოდა ხელახლა დანიშვნის სახით. ამიტომ მაშინ აღარ იმოქმედა. მას შემდეგ კი რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის შედეგად უარი უთხრა უვადო მოსამართლედ დასანიშნად წარდგენაზე, განაწყენებულმა დაიწყო ცილისწამებების და ტალახის სროლა სასამართლო სისტემის მიმართ და ზუსტად ერთი-ერთში იმ გეგმის განხორციელება, რაც მოთხოვნილი იყო ამ წერილში..
აქ მისი კურატორი გახდა ასევე ანგაჟირებული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი აქტიური სახე კახა წიქარიშვილი, რომელმაც ის თავისი პატრონების მეშვეობით დააკავშირა უცხო ქვეყნის საელჩოებს და იქ ამ ბინძური დავალების შესრულების ნაცვლად მიიღო პოლიტიკური თავშესაფრის მიღების დაპირება.
შესაბამისად როგორც იკვეთება გაურიგდა სასამართლოს წინააღმდეგ მებრძოლ უსამშობლო არასამთავრობოებს და მათ პატრონებს და შესაბამისი სარგებელიც მიიღო უკვე ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფრის სახით. ამ პოლიტიკური დაკვეთის სცენარი ზედმიწევნით შეასრულა, რაც იმ წერილში იყო მოთხოვნილი, თუმცა სარგებელი თუნდაც განსხვავებული მაინც მიიღო
და ბოლოს შეადარეთ ბ.ალავიძის მოქმედებები წერილში ასახულ სამოქმედო გეგმას, რომლის შინაარსი შემდეგია:
07.02.2017 / 15:21 პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, მოსამართლეებს საყვარელიძე „უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას“ დაჰპირდა პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, მოსამართლეებს საყვარელიძე „უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას“ დაჰპირდა მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს წერილობითი შეტყობინებების ავტორი „ხელშეუხებლობასა“ და „უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას“ დაჰპირდა. „თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ“, - ნათქვამია წერილში, რომელშიც, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა „დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს“.
წერილში, რომელიც მოსამართლის საქმიანობაში უხეშად ჩარევის საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლეებმა „ღიად უნდა ისაუბრონ ზეწოლასა და წნეხზე, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება“. ”გვარამიასგან ვიცით, რომ შენ და პაატა ქათამაძე ხართ ჩვენი დასაყრდენი. ასევე ისიც ვიცით, რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება. მაგათი საქმე წასულია. თქვენც აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. ახლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო. ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის ”ხელოვნურად გახეთქვა” და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ. არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია გამოხვიდეთ საჯაროდ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ და რაც გინდათ, ის თქვით. თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ. დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ - აი, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან. სწორედ ეს სჭირდება ამ სიტუაციას. სხვა ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმეა. თქვენთვისაც გაადვილდება საქმე და საბოლოოდ დავანგრევთ მაგათ. მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გვეყოლება საქართველოში”, - ნათქვამია წერილში, რომელიც პროკურატურის მტკიცებით , დ. საყვარელიძის სახელით მოსამართლეებმა ერთდროულად მიიღეს”, - წერს მეთოფიშვილი.
1759501936
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ
არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განა...
1759500753
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედიაა აკრედიტებული დაკვირვების და გაშუქების მიზნით
ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედიაა აკრედიტებული დაკვირვების და გაშუქების მიზნით. ჯამში 2500-ზე მეტი დ...
1759500662
საზოგადოებაქადაგიშვილი: ამ აქციის მესვეურებს ესმით, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არის - მთავრობის მეთაურმა მკაფიო განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციისაგან და ნუ გაწირავენ საკუთარ თავს და ახალგაზრდებს
ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და...
1759500026
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა და ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესები
საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესებ...
1759499304
მსოფლიოლიეტუვის კულტურის მინისტრი ყირიმზე შეკითხვის გამო თანამდებობიდან გადადგა
ლიეტუვის კულტურის მინისტრი იგნოტას ადომავიჩუსი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი გადადგომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჟურნალისტების მიერ ყირიმის შესახებ დას...