„სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა, ნაპოვნია 4 ცხედარი“ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ნაპოვნია 4 ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.
„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - მოჰყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ.
ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1763906418
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი არასრულწლოვანების შესახებ კანონპროექტზე: პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ და წინდახედულებიც
წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოს...
1763904716
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
„ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარ...
1763904647
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება
ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი უკრაინა...
1763904556
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას
„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტ...
1763902539
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ნაცლიბერალური სექტა, გიორგობის ნაცვლად, დღეს ვარდების რევოლუციას აღნიშნავს და მერე გაიკვირვებენ, უსამშობლოები რატომ ვართო
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ლიბერალების გამოხმაურებებს აფასებს და წერს, რომ ისინი გიორგობის ნაცვლად ვარდების რევოლუციას აღნიშნავენ და უკვირთ, უსამშობლოებს რატომ ეძ...

























