მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.
პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაცია
პროგრამების არჩევამდე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
პროგრამის არჩევის ძირითადი კრიტერიუმები
პროგრამის არჩევისას, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ:
პროგრამის ტიპს - საბაკალავროა, თუ პროფესიული
სწავლის საფასურს
ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება
პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
აბიტურიენტებმა უნდა გადაამოწმონ ასევე, გაზრდილია თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.
საგამოცდო შედეგები და საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები
პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია საკუთარი შედეგებისა და, აგრეთვე, საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების გათვალისწინება - კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე (საგანში მიღებული სკალირებული ქულა შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება). შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს, რა კოეფიციენტი აქვს აბიტურიენტის მიერ ჩაბარებულ თითოეულ საგანს კონკრეტულ პროგრამაზე. თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.
კონკურსი და პროგრამების რაოდენობა
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო გვერდზე გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. აღნიშნული მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება და მათ არჩევანის გაკეთებისას კონკურსის გათვალისწინების შესაძლებლობას აძლევს.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.
პროგრამები და მათი თანმიმდევრობა
იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამები.
ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, შეუძლიათ მხოლოდ პროფესიული პროგრამების არჩევა.
მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით აირჩევენ აბიტურიენტები პროგრამებს. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.
მონაცემების შენახვა
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.
პროგრამების არჩევის ვადა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისა და სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა 18 სექტემბრის 18:00 საათზე იწურება.
1789549394
ახალი ამბებითამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ
„მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში“, - განაცხადა სუსის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმ...
1789547977
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როგორც „ნაცები“ ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილებს, ზუსტად იმავე რეჟიმშია გადასული გახარიას პარტიაც
პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა 15 სექტემბერს, პოლიტიკური გა...
1789547625
ახალი ამბებიპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მანამდე, თამაზ ბორაშვილს თავდაცვის...
1789546913
ახალი ამბები„სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა
სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1789546382
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და...































