თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და მოქმედი მოადგილის პოზიციაზე ყოფნის გამო უწყების საქმიანობას დეტალურად იცნობს.
მისი თქმით, კანდიდატს, როგორც ხელმძღვანელს, შესაძლოა, საკუთარი ხედვები ჰქონდეს უწყების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატები დახურულ შეხვედრაზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ.
„ის 20 წელზე მეტია ამ სისტემაში მუშაობს, ასე რომ, დეტალურად იცნობს და სიახლე მისთვის არაფერი არ იქნება, როდესაც ის ხელმძღვანელის პოსტზე გადავა. თან, ის მოქმედი მოადგილეა, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ანუ ხელმძღვანელ რგოლში იყო. ასე რომ, ყველაფრის საქმის კურსშია, რა იყო მიმდინარე საქმიანობა. რა თქმა უნდა, მას, როგორც პიროვნებას, ექნება თავის შეხედულებები, როგორ უნდა განვითარდეს ამ უწყების შემდგომი საქმიანობა.
თქვენ იცით, რომ კანონი ითვალისწინებს და რეგლამენტი დახურულ ნაწილს ამ შეხვედრისა, ასე რომ ამ ნაწილში დეპუტატებს გვექნება საშუალება, უფრო დეტალურად მოვისმინოთ მისი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1789544574
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემ...
1789543911
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია
„ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვ...
1789543626
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1789542997
ახალი ამბებიგორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. „ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკ...
1789542390
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომის შემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ...































