თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ

„მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში“, - განაცხადა სუსის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.

ბორაშვილის თქმით, მისი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ.

„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები.

ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის.
ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ახალი მექანიზმების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესებისკენ, რომლებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.

მანდატის ფარგლებში, გაგრძელდება სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, ასევე, თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM).

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. მათ შორის, სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა.

შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიუ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789546913

ახალი ამბები

„სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ...

სითი მოლი  ი

1789546382

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და...

თენგიზ შარმანაშვილი

1789546018

ახალი ამბები

თამაზ ბორაშვილი: კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სუს-ის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის თამაზ ბორაშვილის განცხადებით, უწყების მთავარ პრიორიტეტებად საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, ჰიბრიდული ომისა და დესტაბილიზა...

თამაზ ბორაშვილი

1789544574

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემ...

თამთა მეგრელიშვილი

1789543911

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია

„ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვ...

რატი იონათამიშვილი