„სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა
სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არსებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეთებს, რათა მაქსიმალურად
შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება“, - განაცხადა კახა
კალაძემ.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების მოძრაობას კვლავ დააკვირდებიან.
მერის თქმით, გადაადგილების ახალი სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება გაეცნობა ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მერიის გვერდზეა განთავსებული.
1789544574
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემ...
1789543911
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია
„ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვ...
1789543626
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1789542997
ახალი ამბებიგორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. „ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკ...
1789542390
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომის შემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ...































