ლევან მაჭავარიანი: როგორც „ნაცები“ ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილებს, ზუსტად იმავე რეჟიმშია გადასული გახარიას პარტიაც
პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა 15 სექტემბერს, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.
ფილფანის მიერ დასახელებული ციფრი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც, „ქართული ოცნების“ შეფასებით, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პოლიტიკური სპეკულაციებია. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით დანაშაულის რიცხვი შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი კი 40 პროცენტით გაიზარდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ნაცები ტყუილს ავრცელებენ.
„ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც „ნაცები“ ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილს, ზუსტად იმავე რეჟიმში არის გადასული, სამწუხაროდ, გახარიას პარტიაც და ციფრებით მანიპულირებს, სტატისტიკით მანიპულირებს და ისინი აპელირებდნენ, რომ თურმე დღეს ვერ იხსნება დანაშაული იმ პროცენტული მაჩვენებლით, რაც უნდა იყოს მისაღები.
ყველას შევახსენებ, რომ კონკრეტულად ის დანაშაულები, რაზეც ისინი აპელირებდნენ, როდესაც ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ პერიოდს რომ შევადაროთ, ორნახევარჯერ მეტი არის გახსნილი საქმეების რაოდენობა. შესაბამისად, მათ სალაპარაკო არაფერი არ აქვთ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1789546018
ახალი ამბებითამაზ ბორაშვილი: კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სუს-ის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის თამაზ ბორაშვილის განცხადებით, უწყების მთავარ პრიორიტეტებად საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, ჰიბრიდული ომისა და დესტაბილიზა...
1789544574
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემ...
1789543911
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია
„ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვ...
1789543626
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1789542997
ახალი ამბებიგორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. „ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკ...































