მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მერაბ გაფრინდაშვილს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

მრავალწლიანი ძირითადი საქმიანობის პარალელურად მერაბ გაფრინდაშვილს, როგორც მენეჯერსა და ხელმძღვანელს, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში. შედგენილი აქვს რამდენიმე ასეული საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნა და ანგარიში, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. მისი ხელმძღვანელობით აღდგა სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენის, ასევე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი სხვა გეოლოგიური მიმართულებები, დაიწყო სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მერაბ გაფრინდაშვილს გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია როგორც ეროვნულ, ისე მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო გამოცემებში.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778157450

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

8 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრც...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1778154878

ახალი ამბები

საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია „აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში“ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა...

საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

1778153557

ახალი ამბები

პაატა სალია: „ქართულ ოცნებას“ არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია

„ქართულ ოცნებას არასოდეს შეუცვლია უკრაინის მიმართ პოზიცია, ჩვენ მუდმივად ვრჩებოდით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შეფასებისას...

პაატა სალია

1778152865

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება

„სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტიის „გახა...

დავით ქართველიშვილი

1778152778

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის...

პროკურატურა