ნინო წილოსანი: ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისგან საქართველო იგნორირებული იყო სამხრეთ კავკასიის გამტარობის ნაწილში, თუმცა ევროკომისიის ანგარიშმა სხვა რამ თქვა, მიდგომებში ცვლილებას მივესალმებით

„ევრობიუროკრატებისგან გეოგრაფიის გვერდის ავლა არ გაგვიკვირდება, მაგრამ ევროკომისიის ანგარიში უკვე ფაქტობრივ მოცემულობაზე საუბრობს, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, რომელსაც არა მხოლოდ გეოგრაფია, არამედ ის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს, რომელზეც წლებია ვმუშაობთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს დაკავშირებადობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობას.

„საქართველო ევროპისა და აზიის დაკავშირებაში მნიშვნელოვანი მონაწილეა, ეს არის გეოგრაფია, რომელსაც ვერავინ შეცვლის, თუმცა ევრობიუროკრატებში ვხედავდით ადამიანებს, ვინც ბიოლოგიის, ქალისა და კაცის ბიოლოგიის შეცვლას ცდილობდა. ამიტომ, მათგან გეოგრაფიის გვერდის ავლა არ გაგვიკვირდება, მაგრამ ევროკომისიის ანგარიში უკვე ფაქტობრივ მოცემულობაზე საუბრობს, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, რომელსაც არა მხოლოდ გეოგრაფია, არამედ ის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს, რომელზეც ჩვენ წლებია, ვმუშაობთ, მათ შორის პორტების, სარკინიგზო, თუ საგზაო გადაზიდვების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს. შავი ზღვის ელექტრონული კაბელის პროექტი უკვე გადაწყვეტილი და დაანონსებულია, რომლის მონაწილე საქართველოა. თავისთავად, ესეც ჩვენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს დაკავშირებადობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. ევროკავშირის მიდგომებს შორის სერიოზულ ცვლილებას მივესალმებით. მათი ზოგიერთი ლიდერის მიერ საქართველო იგნორირებული იყო სამხრეთ კავკასიის გამტარობის ნაწილში, თუმცა ანგარიშმა სრულებით სხვა რამ თქვა. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის მხრიდან ახლებურად იყოს დანახული საქართველოს როლი. არა მხოლოდ ეს დასკვნა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ როლზე საუბრობს, არამედ საქართველოს რეფორმებსა და როლზე ევროკავშირის ფარგლებში გაკეთებული ყველა დასკვნა, საუკეთესო წინაპირობას ქმნის, რომ ევრობიუროკრატია დაფიქრდეს და გაიაზრონ ის არასწორი დამოკიდებულება, რაც საქართველოს ეხება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770648601

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1770647759

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში

ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინის...

ირაკლი კობახიძე

1770647467

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...

ირაკლი კობახიძე

1770646626

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1770646575

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას

მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდ...

გივი მიქანაძე