პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 78 ხმით 8-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებებით ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება და განისაზღვრება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება.

ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და მისი კონკურენტული უპირატესობების გაძლიერებას. ასევე, კანონიდან იმ მოძველებული ნორმების ამოღებას, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამება.მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებას და მეღვინეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771432278

მსოფლიო

ნიგერიის მაღაროში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 38 მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს. „დადასტურებულია 38 ადამიანის გარ...

ნიგერიის მაღარო

1771428775

ახალი ამბები

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გავრცელებული ინფ...

თბილისის საქალაქო სასამართლო

1771428565

მსოფლიო

POLITICO: ბერლინის სასამართლომ პლატფორმა X-ს უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების გაცემა დაავალა

გერმანიის სასამართლომ სამშაბათს დაავალა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს, გადასცეს მკვლევრებს უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მათი დეტალური შესწავლის მიზნით. ინფორმაციას ამის შეს...

 პლატფორმა X

1771428060

მსოფლიო

რობერტ ფიცო: უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას, რაც, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილებით...

რობერტ ფიცო

1771425916

ახალი ამბები

ძამაშვილი: 2012 წლის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშიდან იკვეთება, რომ სახელმწიფოს მიდგომა არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძა...

ბექა ძამაშვილი