იონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა

„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს.

„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ „გახარიების“ მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს“, - წერს იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771437175

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...

საკანონმდებლო ორგანო

1771437065

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...

სოზარ სუბარი

1771435348

ახალი ამბები

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 78 ხმით 8-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და ს...

პარლამენტი

1771434822

ახალი ამბები

პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“...

რატი იონათამიშვილი

1771432278

მსოფლიო

ნიგერიის მაღაროში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 38 მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს. „დადასტურებულია 38 ადამიანის გარ...

ნიგერიის მაღარო