ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება.
უფლებადამცველის განცხადებით, ბესარიონ ჟვანიამ არ იცის, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს. ადვოკატი ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
პროკურორმა სასამართლო პროცესზე ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე ისაუბრა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები.
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის მედიის მიერ გამოგონილი, რაც დაიჯერეს კვარაცხელიებმა. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიები გაიგებენ ამას და გაიტანენ საქმეს. წარმოუდგენელია, შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს“, - განაცხადა დავით კაკულიამ.
პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა, გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. კანონიერ ქურდზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. გამოძიების ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ, მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ, ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც დათანხმდნენ. ისინი თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. გამოძიების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას, შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.
პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.
1771423983
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე
„დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა სა...
1771423182
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა
დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობ...
1771422624
ახალი ამბებიკახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა. ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა....
1771422223
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...
1771421214
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილ...





























