პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს, მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
„კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონი ნანული გუგუნავა-დუმბაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა ქალბატონი ნანულის გარდაცვალების გამო.
მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ქალბატონი ნანულის უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა მარადიული ცხოვრებისა“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის წერილში.
1790349792
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტ...
1790348349
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ეკა გიგაურის მსგავსი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ, დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას
„ეკა გიგაურის მსგავსი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ [ევრობიუროკრატები], დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას“, - გ...
1790347888
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. „აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის...
1790347540
ახალი ამბებიჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთნ გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთ...
1790347309
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად
„ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მ...































