ვილი სანიოლი – წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო

ერთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩის წაგების (0:1) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

„ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო. წამყვანი მოთამაშეების ნაწილს სრული 90 წუთის თამაში არ შეეძლო – მაგალითად, ჩაკვეტაძეს. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე – უკეთ და მომენტების გამოყენების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.

ხომ არ იყო შეცდომა სამმცველიანი ტაქტიკა? დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხვიჩა უკან იყო დახეული და შეტევებს სწრაფად ვერ ვიწყებდით. ეს რეალობაა. ახლა უკრაინასთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტილებები მიმეღო? ცხადია, უკეთესი თამაში ყოველთვის შეიძლება. გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა შეექმნა, რაც იშვიათი ამბავია. დაცვაში იძულებითმა შეცვლებმა შეტევაში რესურსი მოგვაკლო. შეცდომებს ყველა უშვებს და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი.

რატომ არ დაარტყა პენალტი მიქაუტაძემ? ეს საკითხი ორიოდე დღის წინ გადაწყდა – ვინც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს კონკრეტულ მომენტში, იმან უნდა დაარტყას. ჩაკვეტაძე? ის ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და მისი ჩანაცვლება მართლაც რთულია“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს კვლავ თბილისში გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790349792

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტ...

პროკურატურა

1790348349

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ეკა გიგაურის მსგავსი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ, დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას

„ეკა გიგაურის მსგავსი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ [ევრობიუროკრატები], დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას“, - გ...

ირაკლი ჭეიშვილი

1790347888

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. „აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1790347540

ახალი ამბები

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთნ გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთ...

შემადგენლობა ცნობილია

1790347309

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად

„ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მ...

ვახტანგ ცინცაძე