პატრიარქი შიო მესამე: იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც რომ იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით

კათოლიკოს-პატრიარქმა მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და სახარებისეული იგავი გაიხსენა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ადამიანს პატიობს მაშინ, როდესაც ის თავადაც მიუტევებს სხვებს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ გვარები დალოცა.

„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, ჯვართამაღლების შემდგომ კვირას და სულთმოფენობიდან მე-11 კვირას. ისეთი თვისებებია სიყვარული და პატიების უნარი, რომლის გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. მხოლოდ მაშინ, იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც და ხვდება ასეთი ადამიანი, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს. არა როგორც ის უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად, პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ. რა გინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან“, - განაცხადა შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791105537

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი - „ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ“, კარგად გვახსოვს 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ დასრულებული საზოგადოებასთან ერთად

„გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ და კარგად გვახსოვს ყველას, 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ დასრულებული საზოგადოებასთან ერთად“, - ასე გამოეხ...

ირაკლი კირცხალია

1791105483

ახალი ამბები

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მ...

კახა კალაძე

1791102132

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერე...

ცოტნე ანანიძე

1791102096

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არსებობს

„თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საოლ...

გიორგი კალანდარიშვილი

1791100826

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ. „ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარს...

პიტ ჰეგსეტი