პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1962 წელს დაბადებული ე.მ. და 1981 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის ,,ფოლადა“-ს სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773647509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასა...

შალვა პაპუაშვილი

1773647472

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები

პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1773647068

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუ...

შალვა პაპუაშვილ

1773647034

საზოგადოება

პრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1773646636

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე