პრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.
„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი - 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1773648128
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს
ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...
1773647596
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან
აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...
1773647542
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია
ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...
1773647509
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!
სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასა...
1773647472
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები
პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამ...


























