შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს
ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა კურსი უნდა შეცვალოს, რადგან ამ კურსს ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს.
„[ევროპარლამენტში] რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, სხვადასხვა საკითხს განიხილავენ და შინაარსში არც შედიან, არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ღილაკზე დაჭერით ხალხების ბედი გადაწყვიტონ. ეს არის სწორედ ცივილიზაციური უფსკრული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს. ეს არის როდესაც უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური ადამიანების ხელში არის არა მხოლოდ ევროკავშირის ბედი, არამედ სხვა ხალხების თუ ქვეყნების ბედი. ზუსტად იგივე ადამიანები, იგივე სახეები არიან, ვინც ღილაკს აჭერენ ხოლმე ანტიქართულ მტრულ რეზოლუციებს, ისე რომ არც კი ერკვევიან შინაარსში; ხან მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ, ხან რას გვაბრალებენ და ხან რას. ამიტომ ეს არის მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ევროკავშირი დღეს სამწუხაროდ არის იმ ძალების ხელში, რომლებიც მას საბჭოთა კავშირად აქცევენ. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მოსკოვი არ ჩაანაცვლოს საბჭოთა ბრიუსელმა თავისი შინაარსით. ამიტომ, ბრიუსელმა უნდა შეცვალოს კურსი, ამ კურსს კატასტროფისკენ მიჰყავს თავად ევროკავშირი. ეს ჩანს ეკონომიკაშიც, უსაფრთხოებაშიც. მშვიდობის პროექტად შექმნილი ორგანიზაცია დღეს ბირთვული იარაღით აღჭურვაზე საუბრობს. ეს თავისთავად აჩვენებს რა გამოწვევების წინაშე არის ეს ორგანიზაცია. მანამ ეს კურსი არ შეიცვლება ბრიუსელის მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა საბჭოთა მომავლისკენ მიმავალ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1773649360
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...
1773649246
საზოგადოებადავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა
ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექა...
1773648169
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი
საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...
1773647596
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან
აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...
1773647542
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია
ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...


























