შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია

ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, თავად თბილად სხედან თავიანთ ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის.

„მათ პოლიტიკური განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება 2024 წლის არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირ იარაღად უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე, რომ მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი დღეს ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით. ვხედავთ, მათი მეთოდი არ იცვლება. მოყოლებული 2012 წლიდან მათ აქვთ ერთი მეთოდი, ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ასე იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს აქ და ციხისთვის გაწირეს, თორემ კი იყო თავისთვის მშვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასე არის მზია ამაღლობელის საქმე. ასე არის ყველა ეს საქმეები, სადაც მათ თავად წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე, შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის, მათ შორის, უცხოელებმა. მათ შორის, ელჩებმა გაწირეს იმით, რომ აქეზებდნენ მათ, არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო მართლმსაჯულებასთან. ამით წააქეზეს ის, რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ვაჭრობენ ადამიანებით. ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, რითაც დაკავებულია დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური ჯგუფი, პოლიტიკური თუ ორგანიზაცია. ეს არის ვაჭრობა ადამიანებით, რაც არის მეთოდი, რომელსაც ისინი ყოველ ჯერზე იყენებენ. უგულავას ამბები თუ გახსოვთ მაშინ და შემდეგ მსჯელობა, აბა შეიწყალებს ვინმე თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ არ იქნება, თუ რა და როგორ იქნება. ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით.

მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით, ჩარევით, რომ იქნებ რაღაც დათმოთ. იქნებ, პატარა შეღავათი გაუწიოთ. იქნებ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ სხვანაირად ჩართოთ და ა.შ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზებული ქცევა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებულები. თავად თბილად სხედან თავიანთ ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის. არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773648128

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...

შალვა პაპუაშვილ

1773647596

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1773647509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასა...

შალვა პაპუაშვილი

1773647472

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები

პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1773647068

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუ...

შალვა პაპუაშვილ