შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები

პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ განცხადებას.

მისი თქმით, თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ.

„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუკი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსზე, საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული.

„ლელოს“ რაც შეეხება მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ლელო“ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. პარტიის წევრების განცხადებით, საუბრის თემა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773648128

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...

შალვა პაპუაშვილ

1773647596

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1773647542

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია

ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი

1773647509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასა...

შალვა პაპუაშვილი

1773647068

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუ...

შალვა პაპუაშვილ