შალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის სუვერენიტეტის გამოცდა, რაც ამ დღეებში ხდება.

„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები.

სანამ ბრიუსელი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის.

მაშინ, როდესაც ევროკომისიამ თავისი პრესსპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას და აგერ 5 თვე გავიდა და ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, მანამდე მათი ნებისმიერი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773648128

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...

შალვა პაპუაშვილ

1773647596

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1773647542

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია

ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი

1773647509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასა...

შალვა პაპუაშვილი

1773647472

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები

პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი