პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1962 წელს დაბადებული ე.მ. და 1981 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის ,,ფოლადა“-ს სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1773822455
საზოგადოებასაქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორი...
1773821523
ახალი ამბები„გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში...“ - ლევან მაჭავარიანი
„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ემოციურ პოსტს ავრცელებს: ვუსამძიმრებ სრულიად საქა...
1773821405
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივუსამძიმრებ მთელს ერს, სინოდი დღეს დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს, სინოდის კრების შემდეგ გადაასვენებენ. „მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარ...
1773821226
საზოგადოებასაქართველოს სომეხთა ეპარქია: ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, კირაკოს დავთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი აღ...
1773820426
საზოგადოებაკახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია
ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას...


























