კახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია

ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.

„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 მარტს, 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773823319

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...

სოზარ სუბარი

1773823282

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...

ირაკლი კირცხალია

1773822455

საზოგადოება

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორი...

გაერო გაერო

1773821523

ახალი ამბები

„გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში...“ - ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ემოციურ პოსტს ავრცელებს:  ვუსამძიმრებ სრულიად საქა...

ლევან მაჭავარიანი

1773821405

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივუსამძიმრებ მთელს ერს, სინოდი დღეს დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს, სინოდის კრების შემდეგ გადაასვენებენ. „მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარ...

ანდრია ჯაღმაიძე